ღაზას სექტორიდან განხორციელებულ იერიშს ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა

27 იან 2023

უცხოური მედიის ცნობით, პალესტინელებმა ღაზის სექტორიდან გვიან ღამით, ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის სარაკეტო თავდაცვამ იერიში მოიგერია და ღაზაში საპასუხოდ საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ისრაელი-პალესტინის ესკალაციის გამო ვაშინგტონმა შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ისრაელის ძალებმა გუშინ, ქალაქ ჯენინში რეიდის დროს 10 პალესტინელი მოკლეს, მათ სორის 7 შეიარაღებული პირი იყო.

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის მახლობლად მომხდარ ფაქტს „ძალადობრივი არეულობა“ უწოდა.