თავდასხმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე

27 იან 2023

თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული პირის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი. არიან დაჭრილებიც.

თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს, დანაშაულის მოტივი კი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევმა განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.

ფაქტს ასევე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.