რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

27 იან 2023

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი); ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი).

ნაკრებში 3 დებიუტანტია: ‘სტად ფრანსეს’ 19 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი, ‘შავი ლომის’ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ფრთა ოთარ ლაშხი

პირველ მატჩს ბორჯღალოსნები 5 თებერვალს, შინ გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ