წყალდიდობას ახალ ზელანდიაში მსხვერპლი მოჰყვა

28 იან 2023

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც.

ქალაქში მასშტაბური წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა აეროპორტები და გაუქმდა ელტონ ჯონის დაგეგმილი კონცერტი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ქალაქში გახსნილია ევაკუაციის რამდენიმე ცენტრი.