მსხვერპლით დასრულებული ავარია რუისთან

28 იან 2023

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის არის მიკროავტობუსი. არის მსხვერპლი. შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მონაკვეთზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.