კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა იერუსალიმში

28 იან 2023

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი გახსნა 13 წლის მოზარდმა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

ცნობისთვის, გვიან ღამით იერუსალიმში სინაგოგასთან სროლის დროს 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელის პოლიციამ კი თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავა.