ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა

29 იან 2023

ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი.

კონკურენტმა და ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა პეტერ პაველს ხმების დათვლის დასრულებამდე მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

61 წლის პაველი, მილოშ ზემანს ჩაანაცვლებს. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვადა მარტში ეწურება.