29 იან 2023
სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პერუს ჩრდილოეთით. ავტობუსში, რომელიც კლდიდან გადავარდა, 60 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, აღნიშნეს, რომ ავტომობილი იყო გამართული და გავლილი ჰქონდა უსაფრთხოების განახლებული ინსპექტირება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.