პაკისტანში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 10 ბავშვი დაიღუპა

29 იან 2023

სულ მცირე 10 ბავშვი დაიღუპა პაკისტანში ნავის ჩაძირვის შედეგად. დაშავდა 6-ი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ამ დრომდე 10-ზე მეტი ბავშვი დაკარგულად ითვლება. მათი ასაკი 10-დან 17 წლამდე მერყეობს.

გარდა ამისა, დასავლეთ პაკისტანში სატრანსპორტო ავარიის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა.