თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

29 იან 2023

თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტებისა და რასისტული თავდასხმების გამო, აუცილებელია მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

მაგალითად მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომელიც ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოჰყვა.

უწყება მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს. ასევე აღნიშნავენ, ევროპის ზოგიერთ ქალაქში მზარდ ანტიისლამურ, ქსენოფობიურ და რასისტულ ქმედებებს.