საქართველოს პრემიერის და ავსტრიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია

30 იან 2023

პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს სტუმარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები.