ბათუმი კრივში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

31 იან 2023

ბათუმის სპორტის სასახლეში იწყება საქართველოს ჩემპიონატი კრივში, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის. გუშინ ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

ბათუმის რინგზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერებიც იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობენ 2005-2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდა მოკრივეები და 1983-2004 წლებში დაბადებული უფროსი ასაკის სპორტსმენები.

ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართება. ვაჟთა შორის შეჯიბრება 13, გოგონათა შორის კი 12 წონით კატეგორიაში ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატი 4 თებერვალს დასრულდება.