თავდასხმა ბრიუსელის მეტროში

31 იან 2023

ბელგიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც  ბრიუსელის მეტრო სადგურში სამი ადამიანი დანით დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს,  ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია - აცხადებენ ოფიციალური პირები.

30 წლის თავდამსხმელის დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ  გამორიცხა ტერაქტი, პროკურატურამ  ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა. 

გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თანახმად,  თავდამსხმელი პოლიციისთვის მანამდე ცნობილი იყო.