საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის ჭურვებს დაამზადებენ

31 იან 2023

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით მრავალმილიონიან პროექტზე შეთანხმდა. იგეგმება  ერთობლივად რამდენიმე ათასი 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება.

ფრანგული იარაღის კომპანია ნექსტერს ავსტრალიური კომპანიები ჭურვებისთვის დენთის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

მხარეები არ აკონკრეტებენ მისაწოდებელი საარტილერიო ჭურვების ზუსტ  რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.