ზღვის დაბინძურებისთვის ორი გემი დააჯარიმეს

31 იან 2023

პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება  სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ.