მოლდოვის ვიცე-პრემიერის ვიზიტი

31 იან 2023

პარლამენტში შეხვედრების შემდეგ მოლდოვის ვიცე-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე.