ჰოლივუდის მსახიობს არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

01 თებ 2023

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ფილმის გადაღებისას ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის.

პროკურორმა ანალოგიური ბრალი წაუყენა გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე.

გამოძიების თანახმად, ორივე ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები. ტრაგედია 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ფილმ რასტის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს.

რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა და ოპერატორის სიცოცხლე იმსხვერპლა.