ოჯახის სიმტკიცის დღე

16 მაი 2016

დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით აწყურის ღვთისმშობლის ხატით რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ მსვლელობა მოეწყობა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორი წელია აწყურის ღვთისმშობლის ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება და ხატი წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზას გაივლის. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.