ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

02 თებ 2023

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2025 წლის U21 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

რამაზ სვანაძის გუნდის კონკურენტები  C ჯგუფში ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვისა და გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპში სექტემბერში ჩაერთვება, ხოლო ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისისს ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.