დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები

02 თებ 2023

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებს აფასებენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.  ხელისუფლების ოპონენტებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ გაუჩინა იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით განთავისუფლება მოხდება, მმართველ პარტიაში კი დასავლელ პარტნიორებს გამოსვლის აქცენტები დაუწუნეს. ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები  მიხეილ სააკაშვილის დებატებთან დაკავშირებით მარიამ ურუშაძემ მოისმინა.