“ხალხის ძალა”: ლომჯარია, მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო

03 თებ 2023

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით კიდევ ერთხელ გაცხადდა ამერიკული ხელწერა. ისინი არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ დაუფარავად გამოხატავენ თანადგომას აგენტურისა და ომის პარტიის წარმომადგენლების მიმართ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.” -  ასე გამოეხმაურა მოძრაობა ''ხალხის ძალა'' აშშ-ის საელჩოს მიერ ყოფილი სახალხო დამცველის დაჯილდოვებას.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ლომჯარია, მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო.