ჩილეში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

04 თებ 2023

ჩილეში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით განადგურებულია 14 ათასი ჰექტარი ტყის მასივი, ასევე დამწვარია საცხოვრებელი სახლები. საავტომობილო გზებზე გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.

ცხელი წერტილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, რამდენიმე დასახლება კი სრულად ევაკუირებულია. 

მთავრობამ ბიობიო და ნუბლი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრეებთან ერთად, სამხედროებიც არიან ჩართულები.