‘’დინამო’’ ბათუმი დღეს მორიგ საკონტროლო შეხვედრას გამართავს

05 თებ 2023

„დინამო“ ბათუმი დღეს საკონტროლო მატჩს ალექსანდრიას წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება და მას  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ''დინამო'' ანტალიაში 3-დან 17 თებერვლის ჩათვლით წინასასეზონო შეკრების მეორე ეტაპს გადის.