კურიერები ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ

05 თებ 2023

"ვოლტის" კურიერები გაიფიცნენ. მათი ნაწილი დღეს არ მუშაობს. ისინი თბილისში ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ.

კურიერები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ - პირველ რიგში ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რადგან  ამბობენ  მუშაობა  ყინვასა და სიცივეში უწევთ.