ხაბეიშვილის გუნდმა ენმ-ის ხელმძღვანელობა გადაიბარა

05 თებ 2023

ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარეა, დღეს მან და მისმა გუნდმა პარტიის ხელმძღვანელობა ყრილობის შემდეგ გადაიბარა. 

საინტერესოა, რომ ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები ყრილობას არ ესწრებოდნენ.