ტრენინგი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

06 თებ 2023

მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა.

სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ამბის დრამატურგიის, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და ისტორიად ქცევის შესახებ.

ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.