იანვარში მსოფლიოში კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა - კულუმბეგოვი

06 თებ 2023

კორონავირუსის შტამები და არსებული ვითარება; ახალი ქვეშტამი „კრაკენი;“ გარდაცვალებისა და ინფიცირების მაჩვენებელი; გრიპის ვირუსი.-ამ თემებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს. 

აცხადებს, რომ  დაავადება დასუსტებულია, თუმცა  პანდემია დასრულებული არ არის, მისი თქმით, იანვარში მსოფლიოში კოვიდით ინფიცირების  20 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის  114  ათასი გარდაცვალების ფაქტია.  

ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ძირითადად  კოვიდით ინფიცირების შემთხვევები აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყებზე მოდის. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ჯანმოს ევროპული ბიუროს მონაცემებს გვიზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოშიც 20% ზრდაა დაფიქსირებული.

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ ვარიანტზე,  კრაკერზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ მალე საქართველოში ეს შტამი დომინანტური გახდება.