საგანგებო მდგომარეობა თურქეთის 10 პროვინციაში, ქვეყანა მიწისძვრის შემდეგ

07 თებ 2023

5000 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად. სტიქიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.  ამინდის პირობები აფერხებს გადარჩენილთა პოვნის  მცდელობებს. ნანგრევებში მოყოლილთა რაოდენობა უცნობია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ  გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობამ  20 000  გადააჭარბოს.