შანლიურფაში ნანგრევებში 53 საათის შემდეგ ერთი წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს

08 თებ 2023

დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქეთში მაშველები გაგზავნა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ.  სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ნანგრევებიდან ამოყვანილია ათობით გადარჩენილი, მათ შორის ბევრი მცირეწლოვანია.

სირიის ქალაქ   ჯანდარისში თეთრი ჩაფხუტების მოძრაობის წევრებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ბავშვი ამოიყვანეს.

თურქულ-გერმანულმა სამაშველო ჯგუფმა ჰატაის პროვინციაში 2 საათიანი  ძალისხმევის შემდეგ 66 წლის ქალი ნანგრევებში სიკვდილს გადაარჩინა.

სტამბოლის მუნიციპალიტეტის სამაშველო ჯგუფებმა თურქეთის სამხრეთში  ანტაკიაში  ღამით ჩამონგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ   სირიელი ლტოლვილი ბიჭი იპოვეს მიწისძვრიდან თითქმის 45 საათის შემდეგ.