მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მთელი მსოფლიოდან მაშველთა გუნდები ჩადიან

08 თებ 2023

უკრაინის საგანგებო სიტუაციების  სამსახურის  მაშველთა ჯგუფი  თურქეთში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს  გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ  სამძებრო და აღდგენით სამუშაოებში.

უკრაინის  სახელმწიფო უწყების 87 თანამშრომელს შორის არიან სამძებრო-სამაშველო ოპერაციების სპეციალისტები, ექიმები, მაშველი ძაღლები  და მეხანძრეები.

სამაშველო ჯგუფთან ერთად უკრაინა თურქეთში სპეციალურ აღჭურვილობას, გენერატორებს, კარვებს და სხვა საჭირო მასალასაც აგზავნის.