თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად კამპანია დაიწყო

08 თებ 2023

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ და გენერალურმა საკონსულომ დახმარების კამპანია დაიწყეს. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს საჭიროებების სიის ფარგლებში  ნივთების მიტანა ბათუმის სტადიონზე - (გუდიაშვილის ქუჩაზე) შეუძლიათ. საჭირო ნივთების ჩამონათვალშია: ზამთრის ტანსაცმელი, სასურსათო კალათა, ბავშვთა კვება და ჰიგიენის საშუალებები.