09 თებ 2023
აშშ პრეზიდენტმა თურქეთსა და სირიას დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარება და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ვისკონსინში მუშებთან შეხვედრაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიწისძვრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტს დაურეკა და ნატოს მოკავშირეებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა.
სირიის შემთხვევაში, ბაიდენმა თქვა, რომ დახმარება ყველა რეგიონს მიეწოდება, იმის მიუხედავად, თუ ვინ აკონტროლებს ტერიტორიას.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს გამთენიისას მოხდა, ასობით შენობა ჩამოინგრა და ორივე ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა.