ქართველმა მაშველებმა თურქეთში კიდევ ერთი ქალი გადაარჩინეს

09 თებ 2023

რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ,  კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს  ნანგრევებიდან  ქართველმა  მეხანძრე -მაშველებმა. 

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად  ქალაქ ადიამანში არიან ჩართული  მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.

100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. 

სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.