ზელენსკის პირველი ვიზიტი ბრიუსელში

09 თებ 2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირს რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ. "ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი", - თქვა მან ბრიუსელში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.  უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად 2022 წლის  ივნისში დასახელდა, თუმცა  27-წევრიან ბლოკში გაწევრიანების პროცესს რამდენიმე წელი სჭირდება. ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები თავს იცავენ რუსეთის მხრიდან ისტორიული აგრესიისგან.  ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა უკრაინის მოკავშირეებს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის , რომელიც მათ 2022  წლის თებერვალში  უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ გაუწიეს კიევს.