“ხალხის ძალის” განცხადება და შეფასებები

10 თებ 2023

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამ შინაარსის განცხადებას მოძრაობა „ხალხის ძალა“  ავრცელებს.

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება.