თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

10 თებ 2023

ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობამ ორივე ქვეყანაში  21 500-ს გადააჭარბა, მათგან 18 ათასზე მეტი დაიღუპა თურქეთში.  იმის მიუხედავად, რომ 90 საათზე მეტია ადამიანები ნანგრევებში იმყოფებიან და მათი გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება, მაშველებმა დედა-შვილის ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს. ჰათაის პროვინციაში გადარჩენილი ჩვილი 10 დღისაა.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74 ათასზე გასცდა, 10 პროვინციაში კი 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

დაზარალებულ რეგიონებში მთელი მსოფლიოდან იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე ადამიანური რესურსი.