"ნაციონალური მოძრაობა" კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა - პრემიერი

11 თებ 2023

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის არ არის საინტერესო, თუ რას გეგმავენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "კომიკური ორგანიზაცია" უწოდა. ამის შესახებ პრემიერმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.