ლეოპარდ 2-თვის მოსამზადებლად უკრაინელი სამხედროების პირველი ჯგუფი გერმანიაში ჩავიდა

12 თებ 2023

უკრაინელი სამხედროები წვრთნების დასაწყებად გერმანიაში ჩავიდნენ, სადაც ისინი „ლეოპარდ 2“-ის ტანკებზე სწავლებას გაივლიან.

პრაქტიკები ქალაქ მიუნსტერთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება და ის 6-დან 8 კვირამდე გაგრძელდება.

სავარაუდოდ, ლეოპარდ 2-ის პირველი უკრაინული ეკიპაჟი ფრონტზე მარტის ბოლოს წავა.