12 თებ 2023
საფრანგეთში ასობით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, ისინი ახალ საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა აქციები სხვადასხვა ქალაქში გამართეს, მათ შორის პარიზში, ნიცასა და მარსელში.
ახალი რეფორმის მიხედვით საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.
ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.