ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

14 თებ 2023

როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის პრაქტიკული მხარდაჭერა?  ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები იმსჯელებენ ამ საკითხზე.    

იენს სტოლტენბერგის  განცხადებით,  მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის და შეკავების გაძლიერებაზე,  ასევე ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე. 

სტოლტენბერგმა ასევე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.