ჩვენი დიპლომატიური მარათონი გაგრძელდება - ზელენსკი

14 თებ 2023

საღამოს ვიდეომიმართვაში  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის პირველი  წლისთავის წინ  ქვეყანა დიპლომატიურ მუშაობას აქტიურად  აგრძელებს.

„ჩვენ დიპლომატიური მუშაობის ასეთ ინტენსივობას უკრაინის ახალ მინიმალურ ნორმად ვაქცევთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი  დღეს ნატოს შტაბ-ბინაში  შეიკრიბება 20 იანვარს გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იყო.