ევროკავშირი ცვლილებების ზღვარზე?

02 თებ 2017

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა მალტაში არაფორმალურ სამიტს მართავს. ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებების დღის წესრიგში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ტალღის შემცირება და ევროკავშირის მომავალია. ლიდერების განცხადებით, ევროპამ საკუთარი მოქალაქეების მოლოდინები უნდა გაამართლოს და არა პოლიტიკური ელიტების ბრძანებები შეასრულოს.