თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა

15 თებ 2023

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 35 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც. სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში მაშველებმა თურქეთში 9 ადამიანი გადაარჩინეს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.