მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

15 თებ 2023

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.

მირქმა  12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.

იუდეველთა წესის მიხედვით, ახალშობილი მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ.