ქართველი მაშველების როტაცია - 85 მეხანძრე-მაშველი ადიამანში გაემგზავრა

15 თებ 2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.

ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ქართული სამაშველო ჯგუფი ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ატარებს.

ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.