რუს ჟურნალისტს 6 წლიანი პატიმრობა უკრაინის მხარდამჭერი პოსტისთვის მიუსაჯეს

15 თებ 2023

ბარნაულის სასამართლომ რუს ჟურნალისტ მარია პონომარენკოს კოლონიაში ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მოსამართლემ მას ხუთი წლით აუკრძალა ჟურნალისტური საქმიანობაც. 

პონომარენკოს წინააღმდეგ საქმე ტელეგრამ-პოსტის გამო აღძრეს, რომელიც მან მარიუპოლის დრამატულ თეატრზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ჟურნალისტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო „რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“.  

ბრალდების მხარე პონომარენკოსთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. თავის საბოლოო სიტყვაში ჟურნალისტმა თქვა, რომ უდანაშაულოა.