მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 42 000-მდე გაიზარდა

15 თებ 2023

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთში 35 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი 5 000-ზე მეტი. თუმცა თურქეთში გადაარჩინეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ. ადიამანში თურქმა მაშველებმა 77 წლის ქალი გადაარჩინეს. 80 წლამდე კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ. ვითარება თურქეთსა და სირიაში ვნახოთ რეპორტაჟი.