თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის სტიქიის ზონაში ვიზიტისას აფეთქება მოხდა

16 თებ 2023

მიწისძვრით განადგურებულ რეგიონში თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის  ფაჰრეთინ კოჯის ვიზიტის დროს უცნაური აფეთქება მოხდა. მინისტრი  უსალკაროდ დარჩენილთათვის მოწყობილ კარვების  ბანაკს ეწვია.  ექიმებთან და ჟურნალისტებთან საუბრისას   აფეთქება მოხდა. ინციდენტი   ტელეარხ ა-ჰაბერ-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს. გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიით,  ერთ-ერთ ღუმელში ქვანახშირი აფეთქდა, მეორე ვერსიით, ცეცხლში ფეთქებადსაშიში საგანი ჩავარდა. მინისტრი არ დაშავებულა.