შენგელიას ბოლონია იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

17 თებ 2023

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი როლი ითამაშა. ტურინში მიმდინარე შეჯიბრის მეოთხედფინალში ბოლონიელებმა ვენეცია 82:68 დაამარცხეს, ქართველი მძიმე ფორვარდი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. იტალიის თასის ნახევარფინალში ბოლონია 18 თებერვალს ტორტონასა და ტრენტოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალის მე-2 საგზურისთვის პეზარო და ბრეშა იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში სენსაციურად აჯობა მილანს და ვირტუსს მთავარი კონკურენტი ჩამოაცილა.