საქართველოს სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

17 თებ 2023

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ''Open Data Watch"-ის ანგარიშის მიხედვით  ჩვენი ქვეყნის  სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში  დაწინაურდა.   

კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ვიგებთ, რომ საქართველო  3 პოზიციით გაუმჯობესდა, შესაბამისად  მსოფლიოს ქვეყნებს შორის,  31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.   საქართველოს სტატისტიკის სისტემა  ჯამში 70 ქულით შეფასდა.     

შეფასება  ეხება რამდენიმე მიმართულებას,  მათ შორის: ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიული სტატისტიკას, ასევე  ეროვნულ  ანგარიშებს,   გენდერული, დასაქმების, უმუშევრობისა და ფასების სტატისტიკას, განათლებასა და ჯანდაცვას, სამართალდარღვევებისა და  სიღარიბის მაჩვენებლებსაც.

ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას.